კომპოზიცია
- საქართველოს მეფეები
სიმღერა - ჩემო კარგო ქვეყანავ...
ფონი - შენ ხარ ვენახი
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა.
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ ზანგი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილს,
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთები ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადავო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ იყვნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი? საიდან სადაო?
და როცა პირწმინდად გაიყო მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო,
უეცრად ჩვენები სად იყვნენ, სად არა,
წარსდგნენ და ჰკითხეს:
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა.
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ ზანგი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილს,
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთები ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადავო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ იყვნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი? საიდან სადაო?
და როცა პირწმინდად გაიყო მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო,
უეცრად ჩვენები სად იყვნენ, სად არა,
წარსდგნენ და ჰკითხეს:
ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი სჩანდა თვით მეუფეც.
განცვიფრდა:
- ვინა ხართ? სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა დავყავი მე უკვე...
მთელი დედამიწა დავყავი მე უკვე...
-ქართველნი გახლავართ ! გავშალეთ ნაბდები
შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე, ღმერთო მოწყალევ
!
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო
მეუფევ მაღალო!!!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავით
ცუდი თუ კარგი გაეცით მთლიანად,
რა ვუყოთ? ნუ სწუხართ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა...
ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის მთებად,
აიწივნენ წარბები შეკრული.
-სად დაგაბინაოთ? არ არის იოლი
ასეთი მამაცნი, ლამაზნი, ერთგულნი.
სულ ყველა გავეცი ბილიკი, ჭიუხვი,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ, სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ...ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია, დე იყოს ალალი..
და წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი.
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია?!
ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი.
სიმღერა - საქართველოს მთები
ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა დავით-მეფე-აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები-გასაშტერებელი;
ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი...
ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.
ყოფილა ნიკოფსით-დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ-ზღვას-შუა აღმოცენებული.
ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!
ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.
მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.
ფონი - ზარების
ხმა
ქართლის ჭირსა
ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
თურქი, სპარსი,
ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თითო ქიშტი!
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თითო ქიშტი!
ქორონიკონს ქრისტეს
აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსა
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;
აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,
ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!
დადგა ზარი,
რაც არ მდგარა,ბუღა თურქის რისხვის აქეთ,
სელჩუკების
ალფასრანი შეესია ქართლს და კახეთს,
კვლავ მოადგა
საზღვრებს მტერი შეაბჯრული, დარაზმული
ქართლმა
ახლა გამოსცადა მრისხანება ხვარაზმული.
მე-14 საუკუნე
სრულდებოდა თითქოს მშვიდად,
მაგრამ სადღაც
აზიაში მტრის ხმალს ისევ მოუშივდათ.
კვლავ დიდი
ხნით დაილეწა საქართველოს მყუდროება,
გადმოლახეს
ტრამალები თემურლენგის ურდოებმა.
სისხლი მოსწყურდა ახლა სპარსს, ვით მის წინაპარს სასანიდს,
ჯერ ჯეჰან შაჰი გამოჩნდა, მერე ბრბო უზუნ ჰასანის.
ჩვენი ქალაქის მიწაზე არ გაახარეს ყვავილი,
მოდგა იაყუბ ყაენი, მოვარდა შაჰ-ისმაილი.
შაჰს მოჰყვა ისევ ყაენი, ღამეს კვლავ ღამე ყურუმი,
მერე წავიდა სპარსელი, მერე გამოჩნდა ყურუმი.
ყურუმი შავი ოსმალო, ქართველთა სისხლის მწოველი,
თბილისს დაესხა მხეცურად აღიღო მოსრნა ყოველი.
ფონი - ჰერიო ბიჭებო !
მაგრამ ჰყიოდა ქართველი, ხმალამოწვდილი თვალსველი,
რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ, მე არ გავხდები სპარსელი,
სპარსთან ბრძოლაში გმირულად, ქედმოუხრელად კვდებოდნენ,
ქართლ-კახეთს ჰყრიდა აბასი, სპარსეთში ერეკებოდა.
ანდერძს ატანდნენ ქართველნი თქვენი ხმა
გამაგონეთო,
შენ ტკბილო ქართლო, კახეთო, განახლებული გნახეთო,
მთელი ველი და მინდორი სულ ფეხით გადალახეთო,
გახსოვდეთ ენა ქართული, ეს კარგად შეინახეთო,
ვისაც გიწიოთ სიკვდილმა, ქართულად დაიმარხეთო.
თქვენი ნაცომი ჩოხები სახსოვრად შაინახეთო!
შენ ტკბილო ქართლო, კახეთო, დაბრუნებულიმც გნახეთო . (ერთად)
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.
ოთხ მეფეს სულ სისხლის ცრემლები უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია,
-რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!-
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე-ბატონი...
ამას მოჰყოლია: „ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო! (ერთად)
სიმღერა - საქართველოზე
ერეკლე მეფის ჯგუფის პრეზენტაცია
სიმღერა - საქართველოზე
თამარ მეფის ჯგუფის პრეზენტაცია
სიმღერა - საქართველოზე
დავით მეფის ჯგუფის პრეზენტაცია
სიმღერა - საქართველოზე
პრეზენტაცია ინგლისურად
ჩემო წინაპარო,
ჰაუ, რა გიქნია,
საუკუნეები შუბზე აგიგია!
ციხე, ანძა,
ხატი, საფლავები ღია
მხარზე გაგიდევს და ზღაპრად წაგიღია...
მიწავ
ძველისძველო, შეგთხოვ, მაპატიო,
თუ ვერ შეგეშველე იმ საშინელ დროში,
თუ ვერ მოვკვდი შენი ჩალისფერი დროშით.
მშობლებს
ვმსახურებდეთ - ჩვენი ადათია
და მე შენთვის მინდა, რაც კი მაბადია,
ჩემო ვენახეთო,
შენს გზებს ვეცისკროვნე!
მე ვარ შენი სულის ერთი მეციხოვნე;
მე შენ დაგიმადლე
ნიჭი მწყალობელი
და მე დავიბადე შენი მგალობელი. (ერთად)
სიმღერა -
საყვარელო მამულო !
No comments:
Post a Comment