Sunday, 11 December 2016

დღეს ტრენინგის ბოლო დღე იყო...დღე პრეზენტააციებით დატვირთული. რამდენი რამ მისწავლია და რამდენი რამ შევძელი!
 ჩემი პაპკა ავტვირთე დრაივზე  და იმედია განვათავსებ ბლოგზეც. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ...
დიდი მადლობა  ყველაფრისათვის.

როგორც ყოველთვის დღევანდელი დღეც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო...
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.მოვამზადეთ მოსწავლეებისათვის დიფერენცირებული დავალებები,მოსწავლის დავალებებისათვის დამხმარე ხარაჩო,გავეცანით ფასილიტაციის პრეზენტაციებს....
.დიდი მადლობა..
დღევანდელი დღეს განვიხილეთ და შევისწავლეთ შეფასების რუბრიკები...
ვიმუშავეთ მოსწავლის თვითშეფასებაზე,გაზეთის შეფასების რუბრიკაზე,თანატოლთა უკუკავშირებზე,შემაჯამებელ შეფასებაზე და ჯგუფების შეფასებაზე ...დღემ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. დიდი მადლობა 

Thursday, 17 November 2016

    ტრენინგს მეოთხე  დღეს განვიხილეთ  სასწავლო პროექტის გეგმის ახალი შაბლონი.
     ტრენინგი დაიწყო დავალების შემოწმებით, ყველამ დაასახელა არჩეული თემისთვის მომზადებული მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
     ტრენინგზე  კიდევ  შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტები წინარე ცოდნის შესამოწმებლად:
1.      ვ-მ-ვ
2.      გონებრივი იერიში
3.      დიაგრამები
4.      მოვლენების ჯაჭვი
5.      კითხვების ჩამონათვალი და ა.შ.

მოგვეცა დავალებად:
 სასწავლო პროექტის გეგმის ახალი შაბლონის შევსება.
შეფასების ინსტრუმენტის არჩევა და ჩვენს გეგმაზე მორგება.
პროექტის პრეზენტაციის შაბლონი შევავსოთ.


მადლობა დიდი საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, 12 November 2016

ტრენინგის მესამე დღე



ტრენინგს შევუერთდი მესამე დღეს, პირველი ორი გავლილი მქონდა ადრე,(მაშინ მიზეზების გამო ვერ შევძელი ბოლომდე მოსმენა).
 ტრენინგის თემა იყო: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
     ტრენინგი დაიწყო დავალების შემოწმებით, ყველამ დაასახელა მის  მიერ არჩეული თემა.
განვიხილეთ როგორ უნდა შევავსოთ სასწავლო პროექტის გეგმა:
1.      სასწავლო თემის ავტორი
2.      თემის მონახაზი
3.      თემის საფუძვლები
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თემის საფუძვლების შევსება. იგი მოიცავდა რამდენიმე დეტალს. სტანდარტებიდან უნდა ამოგვეღო კონკრეტული მიმართულება და მისთვის უნდა შეგვესამებინა  კონკრეტული ინდიკატორები. შემდეგ შინაარსობრივად დაგვეწერა რა შედეგებზე უნდა გავსულიყავით. ვისწავლეთ აგრეთვე სად და როგორ მოვიძიოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და როგორ ამოვწეროთ იქიდან ჩვენთვის სასურველი ინდიკატორები.
ვისწავლეთ აგრეთვე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა.
 მოგვეცა დავალებად: კონკრეტულად კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ პროექტის თემაზე, დავხვეწოთ მიმართულებები, ინდიკატორები და დავსვათ 1 ზოგადი, 2-3 თემატური და რამდენიმე შინაარსობრივი კითხვა.
მადლობა დიდი საინტერესო ტრენინგისთვის.